რექტორთა საბჭოს სხდომა ზუგდიდში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, მინისტრი რექტორთა კორპუსთან ერთად, რეგიონალური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა, და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს გაეცნო.

Visited 191 times, 1 visit(s) today