რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტრანსპორტიც შეუზღუდავად შეძლებს

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

Visited 30 times, 1 visit(s) today