რიკოთის საავტომობილო გვირაბში 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, ყოველ დღე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-56) რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 65 times, 1 visit(s) today