რიმა ბერაძემ მრავალშვილიან დედებს სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში საჩუქრები გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სამაჟორიტარო ბიუროში მრავალშვილიან დედებს უმასპინძლა და საგაზაფხულო დღესასწაულების ფარგლებში მათ ტანსაცმელი და სხვადასხვა საოჯახო ნივთი გადასცა.
ღონისძიება საქველმოქმედო კავშირის „მადლი-2014“ ხელმძღვანელის ფლორა შენგელიას მხარდაჭერით დეპუტატის სამაჟორიტარო ბიუროში გაიმართა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, საგაზაფხულო ღონისძიებების ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში მსგავსი საქველმოქმედო აქცია არაერთხელ მოეწყო და კვლავაც გაგრძელდება.
ღონისძიებას საკრებულოს წევრი ბესიკ ქარცივაძე და ჩუღურეთის რაიონული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Visited 121 times, 1 visit(s) today