რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსათვის” თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ამავე რაიონის გამგებლის მოადგილეებთან- ზურაბ ბაქანიძესა და ლადო გოგსაძესთან ერთად რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ჩიქობავას ქ. N51-სა და ნათიშვილის ქ. N7-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისათვის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.
აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარეობს სახლის საძირკველის გამაგრება, ლითონის ბადით მოიჭიმება კედელი და ამავდროულად, აივნებისა და კიბის სრული რეაბილიტაცია მოხდება.
ჩუღურეთის რაიონში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 80 მისამართზე მიმდინარე სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ხოლო გ. დოლიძის N35-ში კი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა დაწყებული.
მაჟორიტარი დეპუტატისა და რაიონის გამგეობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად ჩუღურეთის ინფრასტრუქტურული ფონი დღითიდღე უმჯობესდება და უახლოეს მომავალში რაიონში მდებარე ყველა ქუჩა და ჩიხი ისტორიული სტატუსის მქონე რაიონის შესაბამისად კეთილმოეწყობა.

Visited 186 times, 1 visit(s) today