როგორ გავხადოთ ბავშვი გენიოსი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნებისმიერი მშობლის სიყვარული ბავშვებისადმი, უსაზღვროა. როდესაც ბავშვები სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობას არ განიცდიან მათ მომავალზე ეს კარგად ისახება და მათ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. გთავაზობთ 7 რჩევას, რის მიხედვითაც თქვენი ბავშვი შესაძლებელია გენიოსი გამოვიდეს…

1.ბავშვები არ უნდა დააკომპლექსოთ
დედა არასდროს ეტყვის შვილს, რომ ის ცუდია. დედა ყოველთვის ეუბნება – ისეთ კარგ ბიჭს, როგორიც შენ ხარ, როგორ შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს?
“ჩემს შვილს ნაკლი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს” – ეს არის დედის პოზიცია. რა თქმა უნდა, ამჩნევენ ნაკლსაც, თუმცა ამაზე მათ გარდა არავინ იცის.

2.გონივრული თავისუფლება
მშობლებისთვის, ბავშვებისთვის თავისუფლების მინიჭება, სპეციალური აღზრდის მეთოდი სულაც არ არის, მათთვის ეს ჰაერია, რომლის გარეშე სუნთქვაც შეუძლებელია.
მკაცრ დასჯას მხოლოდ მაშინ მიმართეთ, როცა ბავშვი ყოველგვარ ზღვარს სცდება.

3.ბავშვის შექება ნებისმიერი მიზეზით
დედა ბავშვს, დაბადებიდან აქებს. დედა, ბავშვის ყველაზე უმნიშვნელო და პატარა მიღწევებითაც ბედნიერია და საქებარი სიტყვებით ანებივრებს. ამას ყველა მისი მეგობარი თუ ნაცნობი გაიგებს, მთავარია ბავშვი ხედავდეს, რომ მას სხვების თანდასწრებით აქებენ.
მისი სურვილი და სწრაფვა – აკეთოს კარგი, მაშინ გაიზრდება, თუ მოასმენინებთ, როგორ
უზიარებთ მის წარმატებებზე მეგობრებს.

4.საკუთარ ქმედებაზე დიდი პასუხისმგებლობის განცდა
ყველაზე უმნიშვნელო სიტყვებს და პატარა ქმედებებსაც, ბავშვზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ საკუთარ ქცევებსა და სიტყვებს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ და ამით შვილებს მაგალითს მისცემთ.

5.სიყვარული და პატივისცემა ოჯახში – ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის საწინდარია
ოჯახის საყრდენი ცოლ-ქმარია – დედა და მამა, ამიტომ ბავშვებს ასწავლეთ, რომ ყურადღება პირველ რიგში მშობლებს სჭირდება. ეს ბავშვებისთვის კარგი მაგალითია და შვილი საკუთარ ოჯახშიც მსგავს სიტუაციას დაამყარებს.

6.ისწავლეთ იყოთ მშობლები
გოგონებს უკვე გათხოვებამდე ასწავლიან, რომ მათთვის მთავარი კარიერა – სახლი და ოჯახია, რომ ისინი მზად არიან დედობისთვის, წარმატებული, დამოუკიდებელი და ფეხზე მყარად მდგომი შვილების აღსაზრდელად.

7.ასწავლეთ ბავშვებს დროის სწორად განაწილება
ბავშვებმა არ იციან რა არის სიზარმაცე და ფუჭი საუბრები. ბავშვები ადრეული ასაკიდან ძალიან დაკავებულები არიან და მათთვის ეს ნორმალურია.

Visited 275 times, 1 visit(s) today