პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლით აღძრა, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს. ჯერჯერობით გამოძიებას ხელმოსაჭიდი არაფერი აქვს. რაიმე სახის წინსვლა, რომ ყოფილიყო ყველაფერი გასაჯაროვდებოდა. ამ სახის დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი ურთულესი საქმეა ნებისმიერი ქვეყნის საგამოძიებო უწყებისათვის. ვინ უნდა აგოს პასუხი ამის გამო?!რომელი მინისტრი შეეწირება ამ საქმეს? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციები იწყებენ აქცია-პროტესტს “ეს შენ გეხება”. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა ცხადია იმ უწყების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისაც უშუალოდ ეხება ამის გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და სუსი – ამ სამი უწყების ხელმძღვანელები ერთნაირად არიან პასუხისმგებელი შედეგზე. თუ საქმე გამოუძიებელი დარჩება, ერთდროულად უნდა გადადგნენ ირაკლი შოთაძე, გიორგი მღებრიშვილი და ვახტანგ გომელაური. არასამთავრობო ორგანიზაციები მცირე ხნით მოცდას აპირებენ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრს სწორედ ამ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა გადადგომას მოსთხოვენ. პირველ რიგში კი ირაკლი შოთაძის. ვიდეო ტერორისტმა მომდევნო მსხვერპლთა ვინაობა დააანონსა.
ესენია: ინგა გრიგოლია, თამარ სანიკიძე, თინათინ ხიდაშელი… ძალოვნებს მნიშვნელოვანი გამოწვევაც გაუკეთა და თქვა: “31 მარტი ბოლო ვადაა იმისათვის, რომ განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა დატოვონ თანამდებობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი კადრები გამჟღავნდება.”
რომელ მაღალჩინოსნებზე გამოქვეყნდება ახალი ფარული კადრები?!
Visited 3 054 times, 1 visit(s) today