როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანდრა რულოვსის წარდგენა იმაზე მიანიშნებს, რომ კადრები უჭირთ და კანდიდატურებს ოჯახის წევრებს შორის ეძებენ, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

“როცა კანდიდატურებს ოჯახიდან ეძებ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოცვაში გიჭირს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ზუგდიდში “ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარობის ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

Visited 148 times, 1 visit(s) today