როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თუ ნერვები გღალატობს, სახლში უნდა წახვიდე, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თბილისის მერის გუშინდელ ქმედებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ”მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.
ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ მისი თქმით, ”პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ დროს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდეს”.

”როგორც არ უნდა იყო გაღიზიანებული, როგორც არ უნდა იყო გაბრაზებული, როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში. ასე არ ელაპარაკებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად გეუბნებიან, რომ ერთი მილიონი ხის დარგვით მოსული მერი ხეების გაჩეხვით არ უნდა ამახსოვრებდეს ხალხს თავს”, – განაცხადა ხიდაშელმა.

Visited 125 times, 1 visit(s) today