რუსთაველის ფონდსა და ORAU-ს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება

2016 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ასოცირებულ უნივერსიტეტებს (ORAU) შორის კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების საფუძველზე ORAU შეაფასებს, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, ფონდის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსში (DI) შემოსულ განაცხადებს და უზრუნველყოფს საკონკურსო პროექტების რეცენზირების საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აისახება შეფასების ობიექტურობასა და მაღალი ხარისხის კვლევითი პროექტების შერჩევაში.

Visited 114 times, 1 visit(s) today