რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლისთვისაც 698 888 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება. პროექტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე მოეწყობა საკომუნიკაციო არხები და ჭები და გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოხდება ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წელს ქუჩის კეთილმოწყობისთვის 1 614 624 ლარი დაიხარჯა, ხოლო წელს ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. მიმდინარეობს, როგორც ქუჩის დარჩენილი მონაკვეთების მოწესრიგება, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

Visited 173 times, 1 visit(s) today