რუსთავის მერმა XVIII მიკრორაიონში ახალი სპორტული მოედანი გახსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში, XVIII მიკრორაიონის ტერიტორიაზე, #12, 12ა, 12ბ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
სპორტული ობიექტი დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ გახსნა. ქალაქის მერი მოადგილესთან, ნოდარ შეროზიასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, მამუკა მიქაუტაძესთან ერთად, მოზარდებს შორის გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირსაც დაესწრო. შეჯიბრის მონაწილეები თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოეს.
რუსთავის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ქალაქის მასშტაბით მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
რუსთავის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წელს ქალაქის სხვადასხვა უბანში სულ 16 სპორტული მოედანი მოეწყობა. პროექტისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

Visited 307 times, 1 visit(s) today