“რუსთავი 2” მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ”რუსთავის 2“-ის დემონიზაცია ბიძინა ივანიშვილისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური სპექტრის, – ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიების და ოპოზიციის დემონიზაცია ძალიან ცუდია, მაგრამ ”რუსთავი 2”-ს რაც შეეხება, ამის შესაძლებლობას ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ.
გვარამია ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაციას.

”თვითონ ეს სიტყვათშეთანმხება – სახელმწიფო გადატრილება მზარავს და სადაც მე ვიქნები, არ იქნება სახელმწიფო გადატრილების ხელშეწყობა არასდროს. ტელეკომპანია “რუსთავი 2” მკაფიოდ ემიჯნება სახელმწიფო გადატრიალებას და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ აქტორს, გაემიჯნონ ხმამაღლა და ცალსახად სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი”, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი ჩანაწერი, აუდიომასალა როგორც პირადად მის შესახებ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლების შესახებ.

”ეს ჩანაწერები სუს-მა გააკეთა, ივანიშვილს აუტანა და ის წყვეტს რა და როგორ დამონტაჟდეს”, -განაცხადა გვარამიამ.

Visited 163 times, 1 visit(s) today