რუსთავს სკოლამდელი აღზრდის კიდევ ერთი ახალი დაწესებულება ექნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავს სკოლამდელი აღზრდის კიდევ ერთი ახალი დაწესებულება ექნება. ქალაქის #10 საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. პროექტის შედეგად, მოხდა არსებული შენობის დემონტაჟი და ავარიული შენობის ადგილას, ახალი ორსართულიანი ბაღი შენდება. მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან, გრიგოლ ნემსაძესთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო. საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზე და 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი, რომელიც აღიჭურვება გათბობით, ვენტილაციით, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით. ნოემბრიდან ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე ფინანსდება. ამ ეტაპზე ქვემო ქართლის რეგიონში 5 საბავშვო ბაღი შენდება და 24 რეაბილიტაცია უტარდება, რომლისთვისაც ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

Visited 139 times, 1 visit(s) today