რუსთავში ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოები მონტაჟდება

რუსთავში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას გამზირსა და თოდრიას ქუჩაზე ავტობუსების განრიგის, დროისა და ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი 8 ახალი მონიტორი დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოხდება ქალაქის მასშტაბით, ავტობუსების გაჩერებებზე უკვე არსებული 25 ელექტრონული ტაბლოს სრული რეაბილიტაციაც. სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.

Visited 416 times, 1 visit(s) today