რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები ძველ რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე, ასევე ჭყონდიდელის დასახლებაში, რამდენიმე ქუჩაზე მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, დამონტაჟდება განათების 12 ახალი ბოძი და 50 (LED) სანათი.
გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს. სამუშაოები მომდევნო კვირაში დასრულდება.

Visited 214 times, 1 visit(s) today