რუსთავში დღეს ,,საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში დღეს “საახალწლო სოფელი“ გაიხსნა. სამდღიანი დღესასწაული, სხვადასხვა საბავშვო და გასართობი შოუ პროგრამებით, საბავშვო კონცერტით, ანიმატორების და საცირკო წარმოდგენით დაიწყო. პატარებს საახალწლო განწყობა სანტა კლაუსმაც შეუქმნა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა. 20:00 საათიდან, “საახალწლო სოფელში”, კონცერტი დაიწყო, რომელშიც ანსამბლები “თუთარჩელა”, “მე რუსთველი” და “ფიროსმანი” მონაწილეობდნენ. სადღესასწაულო ღონისძიებებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ოჯახთან ერთად დაესწრო, თანაქალაქელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და “საახალწლო სოფელში”, 30 და 31 დეკემბერს დაგეგმილ დღესასწაულზე მიიწვია. “საახალწლო სოფელში”, ღონისძიებები 30 და 31 დეკემბერსაც გაიმართება. წლის მთავარი დღესასწაული კი ჯგუფი “გუფი ლენდის” კონცერტით და “წლის რუსთაველების” დაჯილდოებით, 31 დეკემბრის ღამეს.

Visited 100 times, 1 visit(s) today