რუსთავში თანამედროვე სტანდარტების მქონე მედიათეკა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

არაფორმალური განათლების ახალი ცენტრის გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.
მედიათეკა არის ადგილი სადაც გაერთიანებულია როგორც ტრადიციული, ისე ონლაინ ბიბლიოთეკა. გამოყოფილია კომფორტული სამუშაო და დასასვენებელი ზონები. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ახალი ცოდნა და უკვე არსებული გაუზიარონ ერთმანეთს. სივრცე სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ მედიათეკა რუსთავის კიდევ ერთ, ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, კლდიაშვილის სახელობის სკვერშია განთავსებული, რომლის რეაბილიტაციაც თითქმის დასრულებულია. ორივე პროექტი დაფინანსებულია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან და მათი ღირებულება შეადგენს 4 166 143 ლარს. რწმუნებულთან ერთად მედიათეკის გახსნას მისი მოადგილე ილია ჯალაღანია, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Visited 94 times, 1 visit(s) today