რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე გოჩა ლორია, გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშესთან, ფრანც-ჯოზეფ ნოლტთან და “გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ წარმომადგენლებთან ერთად, მაზნიაშვილის ქუჩაზე, მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს,1944-1945 წლებში, ქალაქის მშენებლობაზე დასაქმებულ გერმანელ სამხედრო ტყვეეთა ნეშტების მოძიებისა და იდენტიფიცირების მიზნით, კვლევით სამუშაოებს, “გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირის“ და რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები ერთობლივად აწარმოებენ.
ამ დრომდე, ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ექვსასამდე გერმანელი სამხედროს ნეშტია აღმოჩენილი. რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კვლევითი სამუშაოები 17 ივლისს დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Visited 148 times, 1 visit(s) today