რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთაველის ქუჩის #44, #46, დავით გარეჯის #3, #5,#7 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საწყის ეტაპზე, ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა და ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა ხდება.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ ეზოებში ასფალტის ახალი საფარის დაგება დაიწყება.
სამუშაოებს შპს ,,გზატკეცილი+” ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პარალელურად, მეგობრობის გამზირზე, #15-დან #27-მდე საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გაზონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ბორდიურების, ტროტუარების, დეკორატიული კედლისა და ღობის, ასევე სარწყავი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდება განათების სისტემა.
პროექტისთვის 65 067 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
სამუშაოებს შპს ,,ნიაღვარი” ახორციელებს.

Visited 273 times, 1 visit(s) today