რუსთავში, „მწვანე კედელი“- გამწვანების აქცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის #22 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, მოხალისეობრივი პროექტი „მწვანე კედელი“-ს ფარგლებში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო 200-მდე ნერგი და მოეწყო სარწყავი სისტემა. აქციის პარალელურად მოსწავლეების ინიციატივით ადგილზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები. პროექტის მიზანი ქარსაცავი ზოლის აღდგენა და მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორდღიანია, რომელსაც ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ფონდი ორბელიანი და შვედეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

Visited 117 times, 1 visit(s) today