რუსთავში პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროკურატურის მუშაკთა პროფესიული დღისა და საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. პროკურატურის ახალი შენობის გახსნას, მთავარი პროკურორის მოადგილეები, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, ლიეტუვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის რესპუბლიკების მთავარი პროკურორები, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ოთხსართულიანია და 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს. მშენებლობისთვის თანხები მთავარი პროკურატურის ბიუჯეტიდან გამოიყო. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა. მანამდე, საოლქო და რაიონული პროკურატურა 1949 წელს აშენებულ, ძველ, ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული.

Visited 341 times, 1 visit(s) today