რუსთავში ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

25 მაისს BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით, ,,ქვემო ქართლის განვითარების სააგენტოსა’’ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რუსთავში ქვემო ქართლის ბიზნესფორუმი გაიმართა.
ფორუმში ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, ინვესტორები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა მხეიძე, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და ჟურნალ ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და ‘’BUSINESS GEORGIA’’-ს გენერალურმა დირექტორმა, ანა გოგიშვილმა მოაწერეს.
„მაქვს პატივი წარმოვადგენდე ისეთ რეგიონს, რომელიც უხვად არის დაჯილდოებული მრავალმხრივი საინვესტიციო რესურსით სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ქვემო ქართლი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების პროცესში სტრატეგიულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მისასალმებელია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ჩვენმა რეგიონმა ხშირად უმასპინძლოს”-აღნიშნა მხარის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
შეხვედრა კითხა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსექტივები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

Visited 170 times, 1 visit(s) today