რუსთავში ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, გვირგვინით შეამკეს, გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს, აფხაზეთში, საომარი მოქმედებებისას დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული გმირები გაიხსენეს რუსთავის ჩოხოსანთა და ვეტერანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა.

Visited 175 times, 1 visit(s) today