რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსთავში შიდა გზების მოწესრიგება გრძელდება. დასრულების ეტაპზეა თოდრიას ქუჩის ასფალტირება, წლების მანძილზე აქ არსებული ორმოების გამო ტრანსპორტს ექმნებოდა ავარიული სიტუაციები და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირდათ გადაადგილება. პროექტის ფარგლებში შეკეთდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე არხები. რუსთავის მოსახლეობა მალე შეძლებს მოწესრიგებულ გზებზე კომფორტულად გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

Visited 137 times, 1 visit(s) today