რუსთავში წითელი ჯვრის საზოგადოებამ სიმულაციური სწავლება მოაწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე და რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ,,წითელი ჯვრის საზოგადოების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძებას დაესწრნენ.
წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოხალისეების და ორგანიზაციის თანამშრომლების მონაწილეობით, იაღლუჯის მთის ფერდობზე სიმულაციური სწავლება მოაწყო, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეების მზადყოფნას და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ასევე ეროვნული საზოგადოებისა და შესაბამისი სტრუქტურების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.
სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ავსტრიისა და დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

Visited 176 times, 1 visit(s) today