რუსულმა კომპანია „კალაშნიკოვმა“ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აღადგინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუსულმა კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა აღადგინა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ კონცერნის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმერ დმიტრიევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, „კალაშნიკოვმა“ თბილისში მდებარე მაღაზია „კალიბრში“ ე.წ. „ბრენდ-ზონა“ გახსნა, რომელიც პირველია რუსეთის საზღვრებს გარეთ.

„კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელობა უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდების მოცულობის გაზრდას გეგმავს.

„2016 წელს „კალაშნიკოვის“ კონცერნმა წარმატებულად აღადგინა საქართველოსთვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი პროდუქციის მიწოდება, სადაც 2006 წლიდან, ჩვენი იარაღი ფაქტობრივად წარმოდგენილი არ იყო. უახლოესი 5 წლის განმავლობაში კონცერნი გეგმავს ამ ქვეყანაში სამოქალაქო იარაღის მიწოდების მოცულობის გაზდას, ამიტომ საფირმო „ბრენდ-ზონის“ გახსნა დადებითად აიახება გაყიდვების მოცულობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ დმიტრიევმა.

Visited 258 times, 1 visit(s) today