რუხში ფერების ფესტივალი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რუხის სავაჭრო ცენტრში ფერების ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების მხარდამჭერები სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, რუხის სავაჭრო ცენტრი, საპარტნიორო ფონდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Check in Georgia და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები არიან. ფესტივალს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა და მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ. ფერების ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018“-ის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018”, 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში რუხის სავაჭრო ცენტრში სხავადსხვა სახის კულტურული და სპორტული ღონიძიებები იმართება.

Visited 379 times, 1 visit(s) today