ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათში წუხელ მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ერთ-ერთ დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი მდინარე ბუჯამ დააზიანა. მდინარემ ადიდების შედეგად ხიდის ერთი საყრდენი მთლიანად წაიღო. დაზიანებული ხიდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილემ თემურ შეყლაშვილმა დაათვალიერეს. გამგებელმა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებს ხიდის უსწრაფეს ვადებში აღდგენა დაავალა. მანამდე კი ადგილზე საფეხმავლო გადასასვლელი მოეწყობა
Visited 192 times, 1 visit(s) today