სააგენტო სოფლად სახლს 278 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „სოფლად სახლს“, კიდევ, 278 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტი წარმატებით მუშაობს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები საცხოვრებლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავისი სურვილის შესაბამისად არჩევენ. სახლების უმეტესობას მიწის ნაკვეთებიც აქვს, რაც დევნილებს შემოსავლის წყაროც გაჩენაში ეხმარება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2020 წელს, მხოლოდ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა.
იხილეთ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის – https://idp.gov.ge/statement-9/

Visited 51 times, 1 visit(s) today