სააკაშვილს, საარჩევნო კანდიდატად ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიხეილ სააკაშვილს, საარჩევნოდ ცოლს დააყენებს, საყვარელს თუ ნათესავებს, მაინც არაფერი უშველის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნუკრი ქანთარიამ განუცხადა. სააკაშვილი პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ოდესიდან მართავს, მაგრამ მისი საარჩევნო აქტიურობის მიუხედავად, პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს. ქანთარიას აზრით, მოსალოდნელია რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურის გამართვა.

„მეორე ტურების ალბათობა არსებობს, რადგან საარჩევნოდ ერთი ხმის გაყალბებასაც არავინ შეეცდება“, – განაცხადა ქანთარიამ.

Visited 173 times, 1 visit(s) today