საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის საშუალება ყველა სუბიექტს ჰქონდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში”,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 21 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დამკვირვებლებს მათი წვლილისთვის სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით მათ დასკვნებს და რეკომენდაციებს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, არჩევნებმა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩაიარა და კამპანიაში მონაწილეობის საშუალება ყველა სუბიექტს ჰქონდა. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა დეკლარაციებში შემოსავლები და ხარჯები სრულად ასახა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სამწუხაროდ, დეკლარაციები არ ასახავს პარტიების რეალურ შემოსავლებს და ხარჯებს, ეს არის სამწუხარო რეალობა დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიები, განსხვავებით მმართველი პარტიისგან, არ ასახავენ დეკლარაციებში არც შემოსავლებს და არც ხარჯებს.
ჩვენ დეკლარაციებში ჩვენი შემოსავლები და ხარჯები სრულად ავსახეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიცია თავს იკავებს ამისგან, რასაც აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები.“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 106 times, 1 visit(s) today