საბავშვო ატრაქციონები 61 მისამართზე განთავსდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბათუმის სკვერებში და მრავალსართულიანი სახლების ეზოებში საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი აქტიურად გრძელდება. თამარის დასახლებში მიმდინარე სამუშაოები დღეს ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ დაათვალიერა. საბავშვო ატრაქციონები სულ 61 მისამართზე განთავსდება. უახლოეს პერიოდში, არსებულ საბავშო ატრაქციონებთან შშმ პირთათვის განკუთვნილი საქანელები დამონტაჟდება. საქანელების სამონტაჟო სამუშაოები, ამჟამად 6 სკვერში, ფრიდონ ხალვაშის # 328-ში, აფხაზეთის #5-ში, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, კობალაძისა და ინასარიძის, ასევე, ლეონიძისა და ტაბიძის ქუჩების კვეთასა და ბაქოს ქუჩაზე არსებულ სკვერებში განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში მოხდება დაზიანებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება და მათი მონტაჟი ახალ მისამართებზე – ჯამში 40 ლოკაციაზე.

Visited 954 times, 1 visit(s) today