საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა. ახალი საწავლო წლის დაწყება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნიკოლოზ კრავეიშვილმა, გამგებლის თანაშემწემ ტარიელ კახნიაშვილმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ზოია ლელაძემ მიულოცეს. სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში განახლდა, თერთმეტ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი ამ დრომდე სარეაბილიტაციო პროცესები მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები, როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ბაღებს უტარდება. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. ბაღების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პროექტში თანადაფინანსების პრინციპითაა ჩართული მუნიციპალიტეტიც. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რეაბილიტაციას „დრიმ – ბილდინგ – კომპანი“ აწარმოებს.

Visited 135 times, 1 visit(s) today