გელაურის დასახლებაში საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღის ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, დაიგება მწვანე ზოლი და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. ინფრასრუქტურული ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 39 993 ლარი არის გამოყოფილი. გელაურში 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდა. პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა აშენდა, სადაც განთავსდა საძინებლები და გასართობი ოთახები, მოეწყო სველი წერტილები და დარბაზი, ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 415 860 ლრი დაიხარჯა. ახალი საბავშვო ბაღი მომავალი წლიდან გაიხსნება.