საბაჟო კოდექსის პროექტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) წარმომადგენლებს გააცნო. ღონისძიება გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საბაჟო კოდექსის პროექტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

Visited 136 times, 1 visit(s) today