საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. კერძოდ, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების № 175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან“ მე-3 მასივში არსებულ № 117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს. აღნიშნულ მარშუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ცხელ ხაზზე: 2 93 44 44

Visited 237 times, 1 visit(s) today