დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად გვიან ღამით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი განიხილა. ძლიერმა ქარმა ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად საცხოვრებელ სახლებზე სახურავი დაუზიანა.სტიქის შედეგად ხელვაჩაურში 7 ოჯახი დაზარალდა. დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია ადგილზე გასვლით შეისწავლის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები.
Visited 164 times, 1 visit(s) today