საგანგებო შტაბმა ინფორმაციები შეაჯამა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, საგანგებო შტაბი შეკრიბა, მათგან წუხელ ღამით სტიქიის ზონებიდან მიღებული ინფორმაცია შეაჯამა და შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ინტენსიურმა თოვამ გარკვეული სახის პრობლემები შეუქმნა. ძირითადად შექმნილია გადაადგილების პრობლემა, როგორც ცენტრალურ ისე შიდა საუბნო გზებზე. ელექტროენერგია არ მიეწოდება კორცხელის, ნაცატუსა და ჯიხაშკარის გარკვეულ უბნებს. ,,ენერგო-პრო-ჯორჯია-ს“ ჯგუფები უკვე მუშაობენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. წუხელ ღამითვე გაიწმინდა გზები ცაიშის, ინგირის, ჭკადუაშის, კორცხელის, ნაცატუს, ჩხორიას, ტყაიას, ნარაზენისა და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულებში. ახალსოფლის, რიყის, ტყაიისა და ჭკადუაშის საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა. ამჟამად, ტექნიკური მარილი ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იყრება, ხოლო ამის შემდეგ ტექნიკა ჯიხაშკარისა და ყულიშკარის მიმართულებით გადაინაცვლებს. გამგეობის საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჯიმში აგრძელებს მუშაობას. დღის ბოლომდე გაიწმინდება ყველა გზა, სადაც მოძრაობა შეფერხებულია.

Visited 187 times, 1 visit(s) today