საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში პორტუგალიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მიიღო საქართველოში პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩი (რეზიდენციით ანკარა) პაულა ლეალ და სილვა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით და ასევე პორტუგალიის ეროვნული დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ასპექტებზე, აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა პორტუგალიურ მხარეს 2017 წლის 1 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” მხარდაჭერისთვის. პორტუგალიის ელჩმა, თავის მხრივ, მიულოცა მინისტრის მოადგილეს რეზოლუციის წარმატება.

Visited 139 times, 1 visit(s) today