საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გამართა შეხვედრა საქართველოში ახლადდანიშნულ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იანჩისთან.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ამჟამინდელი ვითარება.

დავით ზალკალიანმა მიულოცა ელჩს მისიის დაწყება საქართველოში და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, ჩინურმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის.

ელჩმა დაადასტურა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

Visited 105 times, 1 visit(s) today