საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის „ROADMAP2EU“ შემუშავების მიზნით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეებისა და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონეზე.
შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა მიაწოდა მონაწილეებს ინფორმაცია საგზაო რუკის სტრუქტურის, შემუშავების ვადებისა და მისი თითოეული კომპონენტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს შესახებ.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საგზაო რუკის შემუშავების მნიშვნელობაც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგი ეტაპებისთვის საჭირო რეფორმების კონსოლიდაციას და ქვეყნის მზაობის უზრუნველყოფას.
საგზაო რუკის შემუშავების ძირითადი მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. საგზაო რუკაში ასახული ღონისძიებები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უფრო მეტ თანმიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას შესძენს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პროცესის წარმატებისთვის, ასევე ქვეყნის სტაბილური/მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

Visited 172 times, 1 visit(s) today