საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ლევილს ესტუმრა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

​საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში, ლევილს ესტუმრა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლევილის ქართველ მამულიშვილთა პანთეონში დაკრძალულ ქართველ მოღვაწეთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. ​ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

Visited 23 times, 1 visit(s) today