საგარეჯოში ლიტვის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის 100 წლისთავი აღნიშნეს და ლიტვის სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1918 წლის 16 თებერვალს, ლიტვა ოფიციალურად გამოვიდა რუსეთის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს და ლიტველ ხალხს წინსვლას, წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტსა და შირვინტოსის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Visited 172 times, 1 visit(s) today