საფინანსო ჯგუფის, „ბარკლეის“ (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია – წყნარი ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოესი წლების განმავლობაში გეგმავს. აღინიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებს, არამედ ტურიზმსაც.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩის მოადგილე გიორგი ციკოლია.
Visited 140 times, 1 visit(s) today