საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის და შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე კვირას დასრულდება. დევნილთა დასახლებაში არსებული შიდა გზები ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა. სამუშაო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან, სენაკის მერთან ვახტანგ გადელიასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან ერთად გაეცნო. პროექტი, რომლის ფარგლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემა, კეთილმოეწყო მრავალბინიანი კორპუსების ეზოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 29 times, 1 visit(s) today