საგზაო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება 4 აპრილს ამაღლების ქუჩაზე შეიზღუდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე, საგზაო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება 4 აპრილს, 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შეიზღუდება.
09:00 საათიდან 19:00 საათამდე შინდისის, წავკისის, ტაბახმელას, კოჯრის, კიკეთისა და ოქროყანის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს დროებით შეცვლილი მარშრუტით:
ავტობუსები ორბელიანის მოედნიდან პუშკინის ქუჩით ავლენ თავისუფლების მოედანზე, მოტრიალდებიან ბარათაშვილის ქუჩისკენ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გორგასლის ქუჩის გავლის შემდგომ აუხვევენ შინდისის ახალ გზატკეცილზე, საიდანაც გზას გააგრძელებენ დადგენილი სქემით.
ზემოთჩამოთვლილი დასახლებებიდან თბილისის ცენტრისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი არ იცვლება.
შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.

Visited 113 times, 1 visit(s) today