საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მატკავამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარ თემას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება წარმოადგენს, რომლის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, საგზაო სექტორის დაფინანსება და მწვანე სატვირთო გადაზიდვების საკითხები განიხილება. შეხვედრას საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 136 times, 1 visit(s) today