სადახლოზე არადეკლარირებული ძვირფასი ლითონები აღმოაჩინეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

19-23 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა (204,24 გრ) და ვერცხლის (6,26 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12,406.54 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 12,405 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

Visited 364 times, 1 visit(s) today