სადახლო-წოფი-ახქერფის გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება

default

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სადახლო-წოფი-ახქერფის საავტომობილო გზის 8.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილისა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალისიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოსადგომის, ავტოპავილიონების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 655 986 ლარია. სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

Visited 20 times, 1 visit(s) today